კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო
კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართული კულინარიის პოპულარიზაციის მიზნით ახალ პროექტს იწყებს.

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილ მზარეულებთან ერთად, საქართველოს ესტუმრნენ ღვინის საერთაშორისო ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები და ბლოგერები.

„სპეციალურად მოწყობილ ტურში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ოთხი შეფმზარეული. ტურის ფარგლებში გაიმართა გალა ვახშამი, რომელსაც ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გალა ვახშმისთვის ცნობილმა უცხოელმა მზარეულებმა მასტერკლასები ჩაატარეს და სპეციალური კერძები მოამზადეს. უცხოელ მზარეულებსა და ჟურნალისტებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც კულინარიული ტურიზმის მიმართულების წარმოჩენასა და თბილისის როგორც ერთ-ერთი წამყვანი „Fine Dining“ ქალაქის პოპულარიზაციას“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.