„კუკეში“ „ტორპედოსთან“ მატჩის ჩაშლას ითხოვს - „ჩვენს ფეხბურთელებს საქართველოს ვიზებს არ აძლევენ“
„კუკეში“ „ტორპედოსთან“ მატჩის ჩაშლას ითხოვს - „ჩვენს ფეხბურთელებს საქართველოს ვიზებს არ აძლევენ“

9 და 16 აგვისტოს ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ვიცე-ჩემპიონ „კუკეშს“ შეხვდება. პირველი დაპირისპირების მასპინძელი ქუთაისელები იქნებიან, ხოლო თამაში 9 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

თამაშამდე ორი დღით ადრე, ალბანელებმა ქართულ მხარეს მძიმე ბრალდება წაუყენეს და ვითარება ძალიან დაძაბეს.

„კუკეშის“ ოფიციალურ გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გავრცელდა:

„საქართველო ჩვენს მოთამაშეებს ვიზებს არ აძლევს.

ჩვენ დიდი შეშფოთებით გაცნობებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე რაუნდის პირველი მატჩში, რომელიც 9 აგვისტოს, 21:00 საათზე თბილისში გაიმართება, ჩაშლის რისკის წინაშე დადგა, რადგანაც ჩვენ ოთხ მოთამაშეს საქართველოს ხელისუფლება ვიზას არ აძლევს. კერძოდ, მოზამბიკელ ფაიტ რეგინალდოს, მაკედონიელ ვალომ ეტრემსა და ედის მალიგის და კოსოვოელ ფატენ ნაიმს. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიტყეთ, რომ „ტორპედოს“ ვხდებოდით, მივიღეთ ურთიერთობა გუნდთან, რომელიც ჩვენს გაგზავნილ მოთხოვნებს მოთამაშეების ვიზებთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს.

შესაბამისი დოკუმენტაცია მასპინძელ კლუბს და სტამბოლში საქართველოს საკონსულოში გავაგზავნეთ. მივმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს წარმომადგენლებს, რომ ვიზების მიღებაში დაგვეხმარონ. ქართული კლუბი და ამ ქვეყნის ხელისუფლება დაგვპირდნენ, რომ პრობლემა მოგვარდებოდა. მაგრამ დღეს, 17:00 საათზე გვითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო. არსებულ ვითარებაში, ვითხოვთ უეფა-სგან, რომ ეს მატჩი არ ჩატარდეს, რადგან „კუკეშის“ ოთხი მოთამაშე გუნდთან ერთად ვერ მიემგზავრება.

თუმცა, ამ მოთამაშეთა მგზავრობისა და სასტუმროს ფული გადახდილია. დელეგაცია საქართველოში დღეს გაემგზავრება. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობას, რომ პრობლემები მოვარდეს. სხვაგვარად, მატჩი გადაიდება და პასუხისმგებელი ქართული მხარე იქნება, რადგან ფეხბურთი ხალხებს აერთიანებს, რასაც ჩვენი მეტოქე არ იზიარებს. ეს ჟესტი ზიანს აყენებს საფეხბურთო და სამართლიან თამაშს“, – წერია „კუკეშის“ განცხადებაში.