კუბის პრეზიდენტი უარყოფს, რომ ვენესუელაში კუბელი სამხედროები იმყოფებიან
კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას ვითარების სახიფათო, აგრესიულ ესკალაციად აფასებს. მიგელ დიას-კანელმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ვენესუელაში კუბელი სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან.
„ჩვენ უარვყოფთ კუბის წინააღმდეგ სრულ ბლოკადას. ვენესუელაში კუბელი სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან. ისინი არანაირ ოპერაციას არ აწარმოებენ“, – განაცხადა დიას-კანელმა.
ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კუბა ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ეხმარება და მის მხარდასაჭერად სამხედრო ოპერაციას ატარებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ კუბა ვენესუელიდან სამხედრო მოსამსახურეებს არ გაიყვანს, მის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს და სრულმასშტაბიან ემბაგროს დააწესებს.
როგორც „სიენენი“ იუწყება, კუბა პარტნიორი ქვეყნისგან დღემდე ყოველდღიურად 50 000 ბარელ ნავთობს იღებს. ამასთან, ნიკოლას მადუროს მხარდასაჭერად ვენესუელაში ექიმებს და სამხედრო მოსამსახურეებს გზავნის.