კუბელ ბეისბოლისტებს ამერიკულ კლუბებში გადასვლის უფლება მიეცემათ
კუბელ ბეისბოლისტებს ამერიკულ კლუბებში გადასვლის უფლება მიეცემათ

ამერიკის ბეისბოლის ლიგამ (MLB) და კუბის ბეისბოლის ფედერაციამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, კუბელ მოთამაშეებს, ამერიკაში სათამაშოდ, ქვეყნიდან არალეგალურად გაქცევა აღარ დასჭირდებათ.

ამერიკელებმა ასევე თანხმობა განაცხადეს, რომ თითოეული კუბელი მოთამაშის ამერიკულ გუნდში გადასვლის სანაცვლოდ, კუბის ბეისბოლის ფედერაციას პროცენტები გადაუხადონ.

ოფიციალურ პირებს იმედი აქვთ, რომ ეს შეთანხმება კუბიდან ბეისბოლისტების უკანონო გადინებას ხელს შეუშლის.

ახალი შეთანხმების მიხედვით, მოთამაშე, რომელიც კუბიდან ამერიკაში გადავა, უნდა იყოს 25 წლის და კუბურ ლიგაში ექვსი სეზონი უნდა ჰქონდეს ნათამაშევი.

რაც შეეხებათ მოთამაშეებს, რომლებიც კუბიდან თვითნებურად გაიქცევიან, მათ ორი წელი მოუწევთ ლოდინი, სანამ რომელიმე ამერიკულ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებენ.

აღნიშნული შეთანხმება დროებითია და ვადა მას 2021 წლის 31 ოქტომბერს გასდის.

ნებისმიერი სახის გაუგებრობას კუბურ და ემერიკულ მხარეებს შორის საერთაშორისო სავაჭრო პალატა დაარეგულირებს.