კუადრადომ შესაძლოა, მუნდიალი გამოტოვოს
კუადრადომ შესაძლოა, მუნდიალი გამოტოვოს

ტურინის „იუვენტუსის” ფორვარდს ხუან კუდრადოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება.

იანვარში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა საზარდულის ტრავმის სამკურნალოდ ოპერაცია გადაიტანა.

იგეგმებოდა, რომ კუადრადო ორი თვის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გამოაცხადა, რომ ნახევარმცველმა, შესაძლოა, ნახევარი წელი გამოტოვოს.

„იმედია, კუადრადოსთვის სეზონი არ დასრულებულა, ის შეიძლება დაბრუნდეს სანაკრებო პაუზის შემდეგ, ან ერთ თვეში. მას ანთება აქვს. ასეთმა ტრავმამ შეიძლება ორ დღეში გაიაროს, შეიძლება – ნახევარ წელიწადში“, – განაცხადა ალეგრიმ Football Italia-სთან.