მილანის „ინტერმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ „იუვენტუსის“ ყოფილ ნახევარმცველთან, ხუან კუადრადოსთან.
კოლუმბიელი „ინტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 35 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება მილანურ კლუბთან ერთ სეზონზეა გათვლილი.
სერია A-ს გასულ სეზონში კუადრადომ 31 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.