კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონებში წყალმომარაგება შეიზღუდება
კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონებში წყალმომარაგება შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კრწანისის რაიონში, ბერიძის ქუჩაზე, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 10:00 სააიდან 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ კრწანისის რაიონში:

ბერიძის, კათალიკოსის, საიათნოვას, ხანძთელის, ივერიის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონშიც.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ტოვსტონოგოვის ქ. N 14-ში, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 20 მარტის 12:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ ჩუღურეთის რაიონში:

ტოვსტონოგოვის ქ. N 14,16,18,17,19,21,23, წინამძღვრიშვილის ქ. N 94-დან N 122-ის ჩათვლით, N 73-დან N 109-ის ჩათვლით, მარჯანიშვილის ქ. N 30,30ა, კლდიაშვილის ქ. N 1,2,3.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.