კრწანისის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
კრწანისის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კრწანისის რაიონში, კოტე აფხაზის ქ. N49-ში განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 15:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბამბისა და რკინის რიგებს, შარდენის ქ, სიონის ქ, კოტე აფხაზის ქ. N39-დან 51-ის ჩათვლით და 28-დან 44-ის ჩათვლით.

ასევე, 12:00-დან 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდებათ სამღებროს , ბოტანიკურის, ირგვლივის, ორპირის, საადის ქუჩებს შესახვევებით და ჩიხებითგორგასლისქ. N 1,2,3.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.