კრწანისის რაიონში GWP-ის ტექნიკური სამუშაოების გამო, რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება
კრწანისის რაიონში GWP-ის ტექნიკური სამუშაოების გამო, რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში, ვაგზლის ქ. N57-ში გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22:00 სთ-დან 16 იანვრის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქვემო ფონიჭალაში: ვაგზლის ქუჩას და აბზ. დასახლებას;

ზემო ფონიჭალაში: ღოღობერიძის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.