კრწანისის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

07:16, 03.05.2019

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, კრწანისის სატუმბო სადგურში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში:

კრწანისის ქ. N 15-დან N 47-ის ჩათვლით, N 14-დან N 56-ის ჩათვლით, კრწანისის ქ. I ჩიხს, გორგასლის ქ. გასავალს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი