კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ვაგზლის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, წყალმომარაგების სისტემაზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 23:50 საათიდან 31 აგვისტოს, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილის N 44-დან 52-მდე, N 251-დან 271-მდე, მარნეულის და ვაგზლის ქუჩებს.

სოფელ ფონიჭალაში: ღოღობერიძის, ჟორდანიას, ლომინაძის ცოტნე დადიანის, ი.ჭავჭავაძის, ი.ცურტაველის, იეთიმ გურჯის, იმერეთის, მტკვრის, მირზა ფათალის, თავისუფლების, დ. გურამიშვილის, ბედიას, კონსტანტინეს, გამსახურდიას, კელასაურის,ფსოუს, ბზიფის, ჯ.რაფავას, სოხუმის, ევსტატი მცხეთელის, თ.ხვიტიას, გაგრის, ილორის, თამარ მეფის, ერეკლეს, გურამ პატარაიას, გ. გულბანის, ბაგრატის, დავით აღმაშენებლის, ზ.ანჩაბაძის, შოთა რუსთაველის, ოჩამჩირის, რიწის, ეგრისის, ბათუმის , ქუთაისის, იაკობ გოგებაშვილის.ი.აბაშიძის, ფალიაშვილის, აფხაზეთის ქუჩებს. სოფელ კრწანისს, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.