კროოსმა თავისი გამოსათხოვარი მატჩისთვის გუნდი შეადგინა
კროოსმა თავისი გამოსათხოვარი მატჩისთვის გუნდი შეადგინა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა დაასახელა ფეხბურთელები, რომელთაგანაც შეადგენს გუნდს მისი გამოსათხოვარი მატჩისთვის.

პოდკასტის დროს, გერმანელმა ფეხბურთელმა ფურცელზე სახელდახელოდ ჩამოწერა ფეხბურთელები თავისი კარიერის ბოლო მატჩისთვის. ნახევარმცველის სიაში მოხვდნენ:

მანუელ ნოიერი, შტეფან რაინარტცი, გონსალო კასტრო, სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ჯოშუა კიმიხი, თომას მიულერი, მიროსლავ კლოზე და კრიშტიანო რონალდო.

30 წლის კროოსმა პრიმერას დასრულებულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.