კროოსი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია, ჰაინკესი - საუკეთესო მწვრთნელი
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ავტორიტეტული სპორტული გამოცემის Kicker-ის ვერსიით გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გამოკითხვა გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს შორის ჩატარდა. კროოსმა 185 ხმა მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა ფორვარდმა ნილ პეტერსენმა (“ფრაიბურგი“, 39 ხმა), მესამე – მცველმა ნალდომ (“შალკე”, 38).
აღსანიშნავია, რომ შარშან, ამ გამოკითხვაში კროოსმა მეორე ადგილი დაიკავა. მას გაუსწრო “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა.
გერმანიის საუკეთესო მწვრთნელი გახდა “ბაიერნის” დამრიგებელი იუპ ჰაინკესი. ასევე ჟურნალისტების გამოკითხვაში ჰაინკესმა (91 ხმა) აჯობა დომენიკო ტედესკოს (“შალკე”, 89 ხმა) და ნიკო კოვაჩს (“აინტრახტი“, 77 ხმა).