კრივს ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება ემუქრება
კრივს ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება ემუქრება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან კრივის ამოღების შესახებ მსჯელობს. ამის შესახებ კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, კომიტეტი შეშფოთებულია კრივის საერთაშორისო ასოციაციაში სიტუაციით. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობებს გაფურ რაჰიმოვი ასრულებს, რომელმაც პოსტი მთელი რიგი თანამდებობრივი გადაადგილებების შემდეგ დაიკავა, რამაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეშფოთება გამოიწვია.

“საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეშფოთებულია სიტუაციით კრივის საერთაშორისო ასოციაციაში. შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიმართ გამოძიებაა დაწყებული. ჯერჯერობით, ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი წყვეტს ყველანაირ კონტაქტს ასოციაციასთან”, – განაცხადა ბახმა.

მანვე დაამატა, რომ კრივის საერთაშორისო ასოციაციას სხვა პრობლემებიც აქვს. კერძოდ, ეს ეხება მსაჯობას ოლიმპიადებზე. ბახის თქმით, ეჭვის ქვეშ დგას ორი ბრძოლის შედეგი რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ორივეში რუსმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს. ერთ-ერთ შეხვედრაში რუსმა ევგენი ტიშჩენკომ ფინალში მოუგო ყაზახ ვასილი ლევიტს, აგრეთვე, მეოთხედფინალში რუსმა ვლადიმირ ნიკიტინმა დაამარცხა ირლანდიელი მაიკლ კონლანი.