კრივოი როგზე თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
უკრაინაში 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსეი კულება სოციალურ ქსელში წერს.
„დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ხვალ გამოცხადდება გლოვის დღე. კიევიდან ოდესამდე, კრამატორსკიდან უჟგოროდამდე – ქალაქებში დროშები დაეშვება და სიჩუმე იქნება“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, 4 აპრილს რუსეთმა იერიში მიიტანა კრივოი როგზე. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორისაც ცხრა ბავშვია. დაშავებულია 61 ადამიანი.