კრივოი როგში რუსეთის ძალების იერიშის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

20:00, 21.08.2026

უკრაინის ქალაქ კრივოი როგში რუსეთის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 91 კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 21 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის ერთი ბავშვი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დრონები ორჯერ დაესხნენ თავს სამოქალაქო ობიექტს.

„რუსებმა კრივოი როგში ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრზე სრულიად ცინიკური და ლაჩრული თავდასხმა განახორციელეს. დრონებით თავდასხმები ორ ტალღად განხორციელდა: პირველი დარტყმიდან და სროლიდან ნახევარი საათის შემდეგ, მეორე დარტყმა განხორციელდა, რომლის სამიზნეც სასწრაფო დახმარების სამსახურები იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დარტყმას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აგრესორს რეალური ზეწოლით უპასუხოს.

მსგავსი