სამოყვარულო კრივი დარჩება 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. ამასთან, ამ ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჩამოართვას სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციას ოლიმპიადის საკრივო ტურნირისა და კვალიფიკაციის ჩატარების უფლება, – წერს ინტერნეტ-რესურსი „ბოქსინგ სინი“ (Boxing Scene).
ამგვარი გადაწყვეტილება უკავშირდება ასოციაციის პრობლემებს ფინანსურ აღრიცხვებში, აგრეთვე მსაჯების არაკომპეტენტურ მუშაობასა და ტურნირების ორგანიზაციის სისტემას.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური და საკვალიფიკაციო ტურნირების ორგანიზებით დაკავებული იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრი. შესარჩევი ტურნირები იანვრიდან-მაისამდე გაიმართება.
ოლიმპიადა წელს 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე ჩატარდება.