პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტურნირის დებიუტანტი გიორგი ყუშიტაშვილი (92კგ) დღეს პირველ ორთაბრძოლას ჩაატარებს.
ქართველის მეტოქე 1/8-ფინალში ტაჯიკი დავლატ ბოლტაევი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:48-ზეა ჩანიშნული.
ყუშიტაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მან პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ივნისის დასაწყისში მოიპოვა.
გიორგი ყუშიტაშვილთან ერთად, პარიზში კიდევ ერთი მოკრივე – ლაშა გურული გვეყოლება. გურული ასპარეზობაში ხვალიდან ჩაერთვება.