კრივი | 44 წლის გილიერმო რიგონდო რინგზე დაბრუნდა და პირველივე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო #1TVSPORT
კრივი | 44 წლის გილიერმო რიგონდო რინგზე დაბრუნდა და პირველივე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო #1TVSPORT

ორგზის ოლიმპიური ოქროსმედალოსანი, WBA-ს, WBO-სა და The Ring-ის ვერსიით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი გილიერმო რიგონდო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რინგზე დაბრუნდა.

44 წლის ლეგენდარული კუბელი მოკრივის მეტოქე 33 წლის დომინიკანელი დენის არიასი იყო, რომელიც ასაკოვან, მაგრამ ტიტულოვან მოწინააღმდეგესთან ვერაფერს გახდა.

კრივში დაბრუნება გილიერმო რიგონდომ შთამბეჭდავი ორთაბრძოლით აღნიშნა და დენის არიასი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

კრივის ისტორიაში რიგონდო ერთ-ერთი რეკორდსმენია – კუბელმა სპორტსმენმა სამოყვარულო რინგზე 450-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა. შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა პროფესიონალებს შორისაც – 23 მოგება (16 ნოკაუტით) და 3 მარცხი.