კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში თევზის სარეალიზაციო ერთ-ერთ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში თევზის სარეალიზაციო ერთ-ერთ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის სარეალიზაციო ობიექტს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თევდორე მღვდლის ქუჩა N27-ში მდებარე თევზის სარეალიზაციო ობიექტში შპს Mfood გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

წინასადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს სარეალიზაციო ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორების კონტროლს“, – აცხადებენ უწყებაში.