კრისტოფერ პინჩერი - გაერთიანებული სამეფო კვლავაც აგრძელებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას
კრისტოფერ პინჩერი - გაერთიანებული სამეფო კვლავაც აგრძელებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კრისტოფერ პინჩერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„დღეს ძალიან პოზიტიური საუბარი მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დამედასტურებინა, რომ გაერთიანებული სამეფო კვლავაც მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება“, – ნათქვამია კრისტოფერ პინჩერის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კრისტოფერ პინჩერთან. მინისტრმა კრისტოფერ პინჩერს ​მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.