კრისტოფ გალტიე - მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ რონალდოა #1TVSPORT
„ალ-დუჰაილის“ ახლანდელმა და პსჟ-ს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ რონალდოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 38 წლის პორტუგალიელი ფორვარდი კვლავ რჩება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.
რონალდომ ბოლო მატჩი 24 ოქტომბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ფრანგი სპეციალისტის გუნდის, „ალ-დუჰაილის“ წინააღმდეგ გამართა და დუბლის ავტორი გახდა.
„როდესაც რონალდოს წინააღმდეგ თამაშობ, ძალიან ცოტა რამ შეგიძლია დაუპირისპირო. მან ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა. რონალდოს ტალანტის გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის. 38 წლის ფეხბურთელისთვის ასეთი თამაში აბსოლუტურად ექსტრაორდინალური მოვლენაა. ის კვლავ რჩება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად“, – ციტირებს კრისტოფ გალტიეს სიტყვებს Goal-ი.