კრისტინა ციმანოვსკაია, რომელიც ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა ასპარეზობიდან მოხსნა, პოლონეთში გაემგზავრა
კრისტინა ციმანოვსკაია, რომელიც ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა ასპარეზობიდან მოხსნა, პოლონეთში გაემგზავრა

ბელარუსი სპორტსმენი კრისტინა ციმანოვსკაია უკვე პოლონეთშია. სპრინტერი ტოკიოდან ვარშავაში ვენის გავლით გაემგზავრა. პოლონეთის დიპლომატიური უწყების განმარტებით, მსგავსი ნაბიჯი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

24 წლის კრისტინა ციმანოვსკაიამ ჰუმანიტარული თავშესაფარი პოლონეთს მას შემდეგ სთხოვა, რაც ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა ის ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციის მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული კრიტიკის გამო ასპარეზობიდან მოხსნა და სამშობლოში იძულებით დაბრუნება დაუპირა. სპორტსმენი შიშობდა, რომ ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დევნა დაიწყებოდა.