კრისტიანო რონალდო 35 წლის გახდა
კრისტიანო რონალდო 35 წლის გახდა

დღეს „იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო 35 წლის გახდა. იგი ინგლისის სამგზის, ესპანეთის ორგზის და იტალიის ჩემპიონია.

რონალდო ხუთგზის ჩემპიონთა ლიგის მფლობელია, ოთხჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, ორჯერ კი სუპერთასის მფლობელი.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში მან ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო. ხუთგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელი რონალდო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია (128 გოლი 168 მატჩში).