კრისტიან ურსე - ვერ შევაფასებ, რაც ზუგდიდში მოხდა, თუმცა მოვლენებს ვაკვირდებით
კრისტიან ურსე - ვერ შევაფასებ, რაც ზუგდიდში მოხდა, თუმცა მოვლენებს ვაკვირდებით

ვერ შევაფასებ იმას, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, თუმცა მოვლენებს ვაკვირდებით​​, – ამის შესახებ საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„დღეს დეტალური ინფორმაცია მივიღეთ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ასე რომ, თვალყურს ვადევნებთ განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.