კრისტიან ურსე - საქართველოს აქვს პოზიტიური გამოცდილება სასამართლო რეფორმაში
კრისტიან ურსე - საქართველოს აქვს პოზიტიური გამოცდილება სასამართლო რეფორმაში

საქართველოს აქვს პოზიტიური გამოცდილება სასამართლო რეფორმაში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, საქართველოს აქვს პოზიტიური გამოცდილება და მაგალითები. მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღას, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რაც იყო რეკომენდებული.

გამოვყოფდი პროცესს, რომელიც იყო ხანგრძლივი და რთული. დისკუსიების მონაწილეებს სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ. თუმცა, საბოლოოდ, მათ მოახერხეს მნიშვნელოვან რეფორმაზე შეთანხმება. ამავე დროს გამოწვევები კვლავ რჩება. ახლა მნიშვნელოვანია ფოკუსირება მიღებული რეფორმების იმპლემენტაციაზე“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

დატოვე კომენტარი