კრისტიან ურსე - მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დადებითად დასრულება პარლამენტის პასუხისმგებლობა იქნება
კრისტიან ურსე - მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დადებითად დასრულება პარლამენტის პასუხისმგებლობა იქნება

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის დადებითად დასრულება პარლამენტის პასუხისმგებლობაა.

მისი თქმით, პროცესი მიმდინარეობს.

„ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები წარსულშიც და თქვენთვის ისინი ცნობილია. ეს დაიწყო ვენეციის კომისიის მოსაზრებით პროცედურასთან დაკავშირებით, რომელსაც კანონი განსაზღვრავს. პროცესი მიმდინარეობს და შემდეგ უკვე პარლამენტის პასუხისმგებლობა იქნება მისი საბოლოოდ, დადებითად დასრულება“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს დასრულდება.