კრისტიან ურსე - მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს საქართველოში სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის დამტკიცება
კრისტიან ურსე - მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს საქართველოში სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის დამტკიცება

მინდა, მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განაცხადა.

როგორც კრისტიან ურსემ აღნიშნა, მიუხედავად კრიზისისა, საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ისეთი ახალი სფეროების შესწავლის კუთხით, როგორიცაა ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი.

„წინ წამოიწია ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით გადადგმულ ნაბიჯებს, ამ პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის დამტკიცება. საერთო ჯამში ჩვენს მილოცვას იმსახურებ მთელი ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გააძლიეროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გამტკიცება ქვეყნის შიგნით და ევროპაში“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

კრისტიან ურსეს განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.