კრისტიან ურსე - მივესალმები საქართველოს პარლამენტს მიერ „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის“ პაკეტის პირველი მოსმენით მიღებას
კრისტიან ურსე - მივესალმები საქართველოს პარლამენტს მიერ „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის“ პაკეტის პირველი მოსმენით მიღებას

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსე სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმები საქართველოს პარლამენტს მიერ საკანონმდებლო პაკეტის „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის“ პირველი მოსმენით მიღებას. ამ დოკუმენტზე შეთანხმება ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო, რომელშიც ჩართული იყო ყველა მხარე, რომელიც დაინტერესებულია სასამართლო სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებით – პარლამენტი, იუსტიციის სისტემა, მთავრობა, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია და სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. მათი დამსახურებით, ისინი მივიდნენ შინაარსიან და ყოვლისმომცველ შეთანხმებამდე ტექსტის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით. ძალაში შესვლით ეს კანონმდებლობა უფრო გამჭვირვალე და უფრო ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემას ჩაუდებს საფუძველს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ეროვნულ პარტნიორებთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ ეს სამართლებრივი დადგენილებები სრულად და ადეკვატურად გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ჩვენ ველოდებით ამ პროექტის საბოლოო დამტკიცებას“, – აცხადებს ურსე.