კრისტიან პულიშიჩს ერთი თვით მოუწევს მოდენიდან გასვლა
კრისტიან პულიშიჩს ერთი თვით მოუწევს მოდენიდან გასვლა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე მატჩისას დაშავდა, კერძოდ კი მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა.

20 წლის პულიშიჩი უკვე გერმანიაშია, მანამდე კი ის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომლის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა ორნიშნა ციფრით იზომება.

„სამწუხაროდ კრისტიან პულიშიჩი დაშავდა. ის ნამდვილად ვერ ითამაშებს“, – განაცხადა ბორუსიას მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა ვოლფსბურგის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ. ფავრს არ დაუკონკრეტებია, მოასწრებს თუ არა პულიშიჩი გამოჯანრთელებას 6 აპრილისთვის, როდესავ დორტმუნდი მიუნხების ბაირენს ეთამაშება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს 3-4 კვირა გაუცდება.