კრისტიან დანიელსონი „ტვ პირველის“ საკითხზე - ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება, რაც შეეხება ინდივიდუალურ თემებს, არ ვარ უფლებამოსილი, კომენტარი გავაკეთო
კრისტიან დანიელსონი „ტვ პირველის“ საკითხზე - ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება, რაც შეეხება ინდივიდუალურ თემებს, არ ვარ უფლებამოსილი, კომენტარი გავაკეთო

უბრალოდ არ ვარ უფლებამოსილი, კონკრეტულ თემებზე კომენტარი გავაკეთო, რადგან სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი, – ასე უპასუხა ევროპილი საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ კითხვას.

როგორც კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.

მისივე თქმით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ევროკავშირის შიგნით, არამედ ევროკავშირის გარეთა ქვეყნებისთვისაც.

„რაც შეეხება ინდივიდუალურ საკითხებს, უბრალოდ არ ვარ უფლებამოსილი, კონკრეტულ თემებზე კომენტარი გავაკეთო, რადგან სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. რასაც ვისურვებდი დავამატო, არის ის, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.