კრისტიან დანიელსონი საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაში მონაწილეობენ სალომე სამადაშვილი, აკაკი მინაშვილი და ხათუნა სამნიძე. როგორც პოლიტიკური ერთობის წარმომადგენლები აცხადებენ, მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგი უნდა იყოს გზის ძიება, როგორ მივიდეს ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე.

იქამდე კი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებიც ესწრებიან. დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.