კრისტიან დანიელსონი - პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი ექვსი პუნქტი არის ჩარჩო, რომელზეც ვმუშაობთ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ექვსი პუნქტი, რომელიც წარმოდგენილია პრეზიდენტ მიშელის მიერ, არის ის ჩარჩო, რომლის ირგვლივაც მუშაობენ.
მისივე თქმით, ექვს პუნქტს შორის არის საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები.
„თქვენ ალბათ იცით ექვსი პუნქტი, რომელიც არის წარმოდგენილი პრეზიდენტ მიშელის მიერ. ეს არის ის ჩარჩო, რომელზეც ვმუშაობთ და იქ ნახავთ, რომ საუბარია მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაზე. კერძოდ, შერჩევით სამართალზე. ჩვენ ამას ამ კონტექსტში ვუყურებთ. არსებითი არის სტრუქტურული რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია და ეს არსებითია ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ, სხვადასხვა სფეროში ქმედებებისადმი საჭირო ნდობის ამაღლებისა და არჩევნების სანდოობისთვის. ამიტომ არის ექვს პუნქტს შორის საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.
დანიელსონი საქართველოში გუშინ, 27 მარტს დაბრუნდა და სამი დღის განმავლობაში დარჩება.