კრისტიან დანიელსონი - მოუთმენლად ველოდები ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას
კრისტიან დანიელსონი - მოუთმენლად ველოდები ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას

მოუთმენლად ველოდები ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით თქვენთან საუბარს“,- განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.