კრისტაპს პორზინგისმა „ინდიანასთან“ გაიბრწყინა, ბითაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე რიგით მე-19 მარცხი განიცადა გოგა ბითაძის „ინდიანამ“. „პეისერსმა“ საკუთარ „ბენქერს ლაიფ ფილდჰაუსში“ „დალასს“ უმასპინძლა და ლუკა დონჩიჩის არყოფნის მიუხედავად 103-112 დამარცხდა.

დალასელების ლიდერი კრისტაპს პორზინგისი იყო. ლატვიელმა 38 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ტიმ ჰარდევეიმ 25 ქულა მიითვალა.

სამწუხაროდ, ნეიტ მაკმილანმა კვლავ არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე არ შემოსულა. „პეისერსის” რიგებში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა დომანტას საბონისმა. ლიტველმა 26 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი დააგროვა. მალკოლმ ბროგონის ანგარშზე 14 ქულაა. ვიქტორ ოლადიპომ პარკეტზე მხოლოდ 23:04 წუთი გაატარა და 9 ქულას დასჯერდა.

შარლოტი – ორლანდო 100-112

კლივლენდი – ნიუ იორკი 134-139

ვაშინგტონი – გოლდენ სტეიტი 117-125

ატლანტა – ბოსტონი 115-123

ბრუკლინი – ფინიქსი 119-97

მაიამი – ფილადელფია 137-106

მემფისი – დეტროიტი 96-82

საკრამენტო – მინესოტა 113-109

კლიპერსი – სან ანტონიო 108-105