კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ჩემპიონი დღეს გაირკვევა - შანსი ოთხ გუნდს გააჩნია
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ჩემპიონი დღეს გაირკვევა - შანსი ოთხ გუნდს გააჩნია

შაბათ-კვირას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება. მეცხრე ტურში გაირკვევა, ვინ გახდება პირველი წრის ჩემპიონი. სატურნირო ცხრილში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ამის შანსი ერთდროულად 4 გუნდს აქვს.

მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ბოლნისს ესტუმრება და თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე სიონს  გაეჯიბრება. თემურ შალამბერიძის გუნდმა გასულ ტურში ლოკომოტივი დაამარცხა და საბურთალოს კარგ განწყობაზე ხვდება. ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე რვაჯერ დაპირისპირებიან: ბოლნისელებმა ერთი შეხვედრა მოიგეს, ორი მატჩი ფრედ დამთავრდა და ხუთჯერ საბურთალო გამოვიდა გამარჯვებული.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. თუკი ლიდერი საბურთალო ბოლნისში ვერ მოიგებს და ტორპედო გაიმარჯვებს, ქუთაისელებს პირველ ადგილზე დაწინაურების შანსი გააჩნიათ. საჩხერელები კი მოგების შემთხვევაში 16 ქულას დააგროვებენ და ტორპედოს  დაეწევიან.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად ასევე შეიძლება ჩავთვალოთ გორის დილასა და რუსთავის შეხვედრა – ორივე აუტსაიდერია და თენგიზ ბურჯანაძეზე გასამართი მატჩით მდგომარეობის გამოსწორება ორივეს შეუძლია.

ტური 9

შაბათი, 20 აპრილი

სიონი – საბურთალო (16:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი)
დილა – რუსთავი (19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი)
დინამო ბთ – ლოკომოტივი (21:00. ანგისა – ბათუმი)

კვირა, 21 აპრილი

ჩიხურა – ტორპედო (16:00. მიხეილ მესხი – თბილისი)
ვიტ ჯორჯია – დინამო თბ (21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი)