კრისტალ პალასის მეკარეს ნაცისტური მისალმების შესახებ არაფერი სმენია

20:31, 16.04.2019
File photo dated 01-10-2018 of Crystal Palace goalkeeper Wayne Hennessey. PRESS ASSOCIATION Photo. Issue date: Tuesday January 8, 2018. The Football Association is looking into the incident which led Crystal Palace goalkeeper Wayne Hennessey to deny making a Nazi salute, Press Association Sport understands. See PA story SOCCER Hennessey. Photo credit should read Nigel French/PA Wire.

კრისტალ პალასის მეკარე უეინ ჰენესის არასოდეს არაფერი გაუგია ნაცისტური მისალმების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, თავად ფეხბურთელმა ასე განაცხადა, როდესაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მას ამ შეურაცხმყოფელ ქმედებაში დასდო ბრალი.

სკანდალი მაშინ აგორდა, როდესაც სოციალურ ქსელში ლონდონური კლუბის რამდენიმე ფეხბურთელის ფოტო გავრცელდა, სადაც ჰენესიც ფიგურირებს. გოლკიპერს მარჯვენა ხელი აქვს აწეული, რაც ძალიან ჰგავს ნაცისტურ მისალმებას, თუმცა 32 წლის სპორტსმენი აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი ჰქონია ჩაფიქრებული.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უელსელი მეკარის წინააღმდეგ არანაირი სასჯელი არ იქნება გამოყენებული, რადგან მან „ადოლფ ჰიტლერის, ნაცისტური რეჟიმისა და ფაშიზმის შესახებ უცოდინრობის საოცარი ხარისხი გამოამჟღავნა“.

თავად ჰენესი აცხადებს, რომ აწეული ხელით ოფიციანტის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, მეორე ხელი კი პირზე იმიტომ აქვს მიდებული, რომ ადრესატს მისი ხმა უკეთ გაეგო.

მსგავსი