კრიშტიანუ რონალდუს ვაჟი - მადლობა, ჩემო კერპო, ლეო მესი
კრიშტიანუ რონალდუს ვაჟი - მადლობა, ჩემო კერპო, ლეო მესი

მადრიდის „რეალის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს ვაჟმა „ინსტაგრამში“ საკუთარ გვერდზე „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე უმცროსი რონალდუ ხელს ართმევს არგენტინელს.

„მადლობა, ჩემი კერპო, ლეო მესი“, – მიაწერა ბიჭმა ფოტოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრიშტიანუს ვაჟი საჯაროდ აღიარებს, რომ მესის თაყვანისმცემელია. ასე მაგალითად, 2015 წელს „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიისას, პორტუგალიელი შვილთან ერთად კულისებში იჯდა, როცა იქ მესი გამოჩნდა. უმცროსი რონალდუ ადგა და არგენტინელთან მივიდა მისასალმებლად. იმ მომენტში, რონალდუმ სევდიანად აღიარა: „ჩემი ვაჟი თქვენს ვიდეოებს უყურებს და თქვენზე ლაპარაკობს“.