კრიშტიანუ რონალდუს დუბლით „რეალმა“ „ეიბარი“ სტუმრად დაამარცხა
კრიშტიანუ რონალდუს დუბლით „რეალმა“ „ეიბარი“ სტუმრად დაამარცხა

ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ეიბარი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი ესპანეთის ჩემპიონის რიგებში კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელიც შვიდი ოფიციალური მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

რონალდუმ 34-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 50-ე წუთზე რამისმა გაათანაბრა, თუმცა, 84-ე წუთზე პორტუგალიელმა შეძლო “რეალისთვის” გამარჯვების მოტანა.

კრიშტიანუ რონალდუს პრიმერაში 18 გოლი დაუგროვდა და ორი საფეხურით წაიწია წინ საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.

მასზე წინ არიან – ლიონელ მესი (24 გოლი) და ლუის სუარესი (20).

გათამაშების ცხრილში „რეალი“ მესამე ადგილზეა და „ბარსელონას“ 12 ქულით ჩამორჩება.