კრიშტიანუ რონალდუმ ყველაზე ძვირადღირებული მანქანა იყიდა [ფოტო]
კრიშტიანუ რონალდუმ ყველაზე ძვირადღირებული მანქანა იყიდა [ფოტო]

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი ავტოფარეხი ახალი შენაძენით შეავსო. ეს არის „ბუგატის“ მოდელი (La Voiture Noire), რომელიც შარშან, მარტში იყო წარმოდგენილი ჟენევის ავტოსალონზე. უკვე მაშინ, ამ ავტოს ყველაზე ძვირფასი უწოდეს – მისი ღირებულება 11 მილიონ ევროს შეადგენს. მანქანის სიმძლავრეა 1500 ცხენის ძალა, სიჩქარე კი, საათში 420 კილომეტრს აღწევს.

„ბუგატის” ამგვარი ავტომობილი მხოლოდ ერთი შექმნა და როგორც გაირკვა, მისი მფლობელია პორტუგალიელი ბომბარდირი.

საინტერესოა, რომ რონალდუ ვერ დაჯდება ახალი ავტომობილის საჭესთან 2021 წლამდე, როდესაც ინჟინრებმა უნდა დაასრულონ ყველანაირი სამუშაო მანქანის საბოლოოდ დასახვეწად.