კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ფინანსურ მდგომარება გაამხილა
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ფინანსურ მდგომარება გაამხილა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავის ფინანსურ მდგომარეობასა და ქონებაზე ილაპარაკა.

„მართალია, რომ ჩემი ქონება დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს? ვფიქრობ, ასეა. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. ასი პროცენტით დარწმუნებული არა ვარ. თუმცა, ჩემს საბანკო ანგარიშზე მართლაც სოლიდური თანხაა.

ჩემი ავტომობილების რაოდენობა? ალბათ 17. ყველაზე მეტად მიყვარს კომფორტული „როლს როისით“ გადაადგილება. ასევე არის ორი „ბუგატი“, „ფერარი“ და „მაკლარენი“, – მოჰყავს პორტუგალიელის სიტყვები გამოცემა „სანს“ (The Sun).

კრიშტიანო რონალდო შარშან ზაფხულში გადავიდა „რეალიდან“ „იუვენტუსში“. მისი ტრანსფერის თანხამ 117 მილიონი ევრო შეადგინა.