კრიშტიანუ რონალდუმ ისკოს შეძენა ითხოვა
კრიშტიანუ რონალდუმ ისკოს შეძენა ითხოვა

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა იუვენტუსში  გადავიდეს, – წერს ესპანური გამოცემა დონ ბალონი (Don Balon). როგორც აღნიშნავენ, ესპანელი ფეხბურთელის შეძენა იუვეს ხელმძღვანელობას ტურინული კლუბის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ სთხოვა.

იუვენტუსი მზად არის გადაიხადოს ისკოში 60 მილიონი ევრო, თუმცა რეალს მინიმუმ 80 მილიონის მიღება სურს. ამასთან, ისკოსაც უნდა მადრიდული კლუბის დატოვება და არც რეალია ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი.

ამ სეზონში ისკომ 36 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.