კრიშტიანუ რონალდუ სეზონის საუკეთესო გოლის ავტორია [ვიდეო]
კრიშტიანუ რონალდუ სეზონის საუკეთესო გოლის ავტორია [ვიდეო]

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად გამოცხადდა, – წერს უეფა-ს პრესსამსახური.

გოლმა, რომელიც პორტუგალიელმა „რეალში“ თამაშისას თავის ამჟამინდელ კლუბს „იუვენტუსს“ გაუტანა, 197 496 ხმა მიიღო. თავად რონალდუმ ადრე განაცხადა, რომ ამ გოლს საუკეთესოდ მიიჩნევს კარიერაში.
მეორე ადგილზე გავიდა დიმიტრი პაიეტი, რომელმაც „მარსელის“ მაისურით ევროპის ლიგაზე „ლაიპციგს“ გაუტანა. მესამეზეა ესპანელი ევა ნავარო – მან ქალებს შორის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში გერმანიის წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.

გამოკითხვაში სულ 346 915-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.