კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში საკუთარ სახლს ჰყიდის
კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში საკუთარ სახლს ჰყიდის

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩეშირის საგრაფოში საკუთარი სახლის გაყიდვა გადაწყვიტა.

პორტუგალიელმა სახლი მანჩესტერთან ახლოს 2006 წელს შეიძინა, როცა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. ახლა, რონალდუს დაახლოებით ოთხი მილიონი დოლარის მიღება სურს.

სამსართულიან სახლში ხუთი საძინებელია, აუზი, სპორტული დარბაზი და საშინაო კინოთეატრი. ერთი პერიოდი, ამ სახლს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ლუკ შოუ ქირაობდა.