კრიშტიანუ რონალდუ კვირის საუკეთესო მოთამაშეა
კრიშტიანუ რონალდუ კვირის საუკეთესო მოთამაშეა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე გასული კვირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შემდეგ, უეფა-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და პორტუგალიელმა აპოელ-თან (6:0) მატჩში ნაჩვენები თამაშისთვის, ხმების 43 პროცენტი მიიღო. კვიპროსელთა წინააღმდეგ რონალდუმ დუბლი და საგოლე პასი შეასრულა.

მეორე ადგილი დაიკავა პსჟ-ის ფორვარდმა ნეიმარმა – 28 პროცენტი. მესამე ადგილი გაინაწილეს რობერტ ლევანდოვსკიმ („ბაიერნი“) და ედენ აზარმა („ჩელსი“) – 8 პროცენტი.

ამ ოთხეულის გარდა, ხმები მიიღეს ტიმო ვერნერმა („ლაიპციგი“) – 5 პროცენტი, ჰარი კეინმა (“ტოტენჰემი„), ლორენცო ინსინიემ (“ნაპოლი„) – 3 პროცენტი და იანიკ ფერეირა-კარასკომ („ატლეტიკო“) – 1 პროცენტი.