კრიშტიანუ რონალდუ კვიპროსში „შეაშინეს“
კრიშტიანუ რონალდუ კვიპროსში „შეაშინეს“

მადრიდის “რეალი” 21 ნოემბერს კვიპროსში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას აპოელ-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩის წინა დღეს, უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა “რეალის” ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, სასტუმროსთან ახლოს პორტუგალიელს მიეჭრა მამაკაცი და მასთან სელფის გადაღება სცადა, მაგრამ ის სწრაფად შებოჭეს ფეხბურთელის გვერდით მყოფმა მცველებმა. უცნობი მამაკაცი ჩვეულებრივი გულშემატკივარი აღმოჩნდა. მან პრესის ზონაში შეღწევა ჟურნალისტის ყალბი მოწმობით მოახერხა.

“რეალი” H ჯგუფში მეორე ადგილზეა 7 ქულით. ქვეჯგუფის ლიდერია “ტოტენჰემი” (10 ქულა). აპოელ-სა და “დორტმუნდს” ორ-ორი ქულა აქვთ.