კრიშტიანუ რონალდუ - კარიერის დასრულების შემდეგ, ფილმებს გადავიღებ
კრიშტიანუ რონალდუ - კარიერის დასრულების შემდეგ, ფილმებს გადავიღებ

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ გაამხილა ის საქმიანობა, რომელსაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ აირჩევს.

„მინდა ფილმების გადაღებებით ვიყო დაკავებული. გარდა ამისა, მაქვს სასტუმროები, სპორტული დარბაზები, ტანსაცმლის საკუთარი ხაზი. ჩემს თავს ბიზნესმენის ამპლუაში ვხედავ.
დღეს კონცენტრირებული ვარ იმაზე, რასაც ვაკეთებ. თუმცა ცხადად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან დადგება წასვლის მომენტი. ჩემი ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ, შესანიშნავი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ვლაპარაკობ არა ფულზე, არამედ იმაზე, რომ სხვა საქმიანობისგან სიამოვნებას მივიღებ”, – განაცხადა Sky Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში რონალდუმ.

საინტერესოა, რომ პორტუგალიელისგან ინტერვიუს იღებდა “იუვენტუსისა” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო.