კრიშტიანუ რონალდუ 2018 წლის აგვისტოში იქორწინებს
კრიშტიანუ რონალდუ 2018 წლის აგვისტოში იქორწინებს

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ თავისი მეოთხე შვილის დედაზე – ჯორჯინა როდრიგესზე 2018 წლის ზაფხულში იქორწინებს. 12 ნოემბერს ესპანელმა მოდელმა პორტუგალიელი ფეხბურთელისგან გოგონა გააჩინა, რომელსაც ალანა მარტინა დაარქვეს.

მომავალი ქორწინების შესახებ იტყობინება გაზეთი Correio de Manha, რომელმაც პირველმა დაწერა როდრიგესის ფეხმძიმობის შესახებ, აგრეთვე იმაზეც, რომ 2017 წლის ზაფხულში, სუროგატმა დედამ 32 წლის ფეხბურთელისგან ტყუპი შვილები გააჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილს 2018 წლის აგვისტოში გადაიხდიან, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ შვებულებაში იქნება.