კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა „ალ-ნასრის“ U15-ის გუნდში პენტა-თრიკი შეასრულა #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა „ალ-ნასრის“ U15-ის გუნდში პენტა-თრიკი შეასრულა #1TVSPORT

„ალ-ნასრის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ვაჟმა კრიშტიანო რონალდო-უმცროსმა შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა „ალ-ნასრის“ 15-წლამდელთა გუნდში.

„ალ-იტიჰადის“ წინააღმდეგ უმცროსი რონალდოს გუნდმა 5:4 მოიგო და ხუთივე გოლი 14 წლის კრიშტიანოს ანგარიშზე იყო.

მამა-შვილი რონალდოები „ალ-ნასრის“ სისტემაში 2023 წლის იანვრიდან არიან. უფროსმა კრიშტიანომ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.