კრიშტიანო რონალდოს მომავალი საუდის არაბეთის გუნდში, „ალ ნასრიში“ გაურკვეველია #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდოს მომავალი საუდის არაბეთის გუნდში, „ალ ნასრიში“ გაურკვეველია #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდოს კარიერა საუდის არაბეთში, შესაძლოა, დასრულდეს, – ინგლისური გამოცემა „მეილ სპორტის“ ცნობით, მისი მომავალი „ალ ნასრიში“ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩში 33 გოლის გატანა შეძლო, თუმცა გუნდისთვის სეზონი წარუმატებელი გამოდგა. „ალ ნასრიმ“ ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო.

ბოლო წვეთი, შეიძლება, „ალ იტიჰადთან“ 2:3 მარცხი აღმოჩნდა, რის შემდეგაც „ალ ნასრი“ მეოთხე ადგილზე დაქვეითდა და ჩემპიონობის შანსი საბოლოოდ დაკარგა. ამასთან ერთად, აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იაპონურ „კავასაკისთან“ მარცხის შემდეგ რონალდომ მინდორი გაბრაზებულმა დატოვა და პირდაპირ სახლში წავიდა, რამაც კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.

რონალდო „ალ ნასრიში“ 2023 წლის დასაწყისში გადავიდა. მასთან ერთად გუნდი ორჯერ, 2023 და 2024 წლებში საუდის არაბეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.